Sunday, July 17, 2016

მერვე დღის რეფლექსია

დღემ საინტერესოდ ჩაიარა. ვიმუშავეთ პროექტის შაბლონში და ჩავასწორეთ. ვისაუბრეთ დიფერენცირებული სწავლების შესახებ. მოვაწესრიგეთ პორტფოლიო და გადავიტანეთ ბლოგზე. ვემზადებით პრეზენტაციისთვის, იმედია ყველაფერი კარგად ჩაივლის.

Saturday, July 16, 2016

მეშვიდე დღის რეფლექსია

მეექვსე დღეს ვერ დავესწარი ტრენინგს შეფასების ჯგუფის ტრენინგის გამო, ამიტომ ჯერ გავიარე წინა დღეს შესწავლილი საკითხები და შემდეგ შევისწავლე შეფასების რუბრიკების შექმნა.

Sunday, July 10, 2016

მეხუთე დღის რეფლექსია

   განვიხილეთ საშინაო დავალება(მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები), ტრენერის დახმარებით ჩავასწორეთ. გავაკეთეთ კოლეგებთან კომენტარები. განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები და მივიღეთ შესაბამისი დავალებები.

Saturday, July 9, 2016

მეოთხე დღის რეფლექსია.

    დღევანდელი დღე სანტერესო და დატვირტული იყო. თითოეულმა ჩვენთაგანმა წარმოვადგინეთ საშინაო დავალება. განვიხილეთ და  ტრენერის დახმარებით ჩავასწორეთ. გავაკეთეთ კომენტარები რამდენიმესთან.შევისწავლეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები და მივიღეთ ახალი საშინაო დავალება.

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

ზოგადი   კითხვა:          
     როგორ მეხმარება მათემატიკა ცხოვრებაში?

თემატური კითხვები:
     1. როგორია მათემატიკური სტატისტიკის როლი ადამიანის პრაქტიკულ მოღვაწეობაში?                          

შინაარსობრივი კითხვები:
     1. რა არის ფარდობითი სიხშირე?
     2. მონაცემთა განაწილების  გრაფიკული წარმოდგენისთვის რომელი ძირითადი  საშუალებები არსებობს?
     3. რა არის მონაცემთა ცენტრალური ტენდენციის ძირითადი საზომები?

Friday, July 8, 2016

სასწავლო პროექტის მიზნები და ამოცანები


მოსწავლეები შეძლებენ:                                                                                                                     1.   ელექტრონული და ბეჭდური მასალის დახმარებით მოიძიონ ინფორმაცია საქართველოს სხვადასხვა კუთხის ეკოლოგიურ  პრობლემების შესახებ;                                 2. დაახარისხონ, გაანალიზონ რაოდენობრივი მონაცემები და მოახდინონ მათი კლასიფიკაცია;                                                                                                                                       3. შეძლონ წარმოადგინონ მოპოვებული ინფორმაცია დიაგრამის საშუალებით;
4.იმსჯელონ დანახული პრობლემების გადაჭრის გზებზე და მოახდინონ პრეზენტაცია.